ბაქარ ბერეკაშვილი
როგორ მესმის რადიკალიზმი მიშისტური იდეოლოგიის წინააღმდეგ ბრძოლაში
წერილი მემარცხენე ბეგობრებს!
“იმისთვის, რომ შეიყვარო სამართლიანობა და თანასწორობა არ არის საჭირო უკიდურესი სათნოება; საკმარისია მხოლოდ ის, რომ ხალხმა იცოდეს სიყვარული“
მაქსიმილიან რობესპიერი
დღეს არსებული რეჟიმი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მჩაგვრელი რეჟიმია რაც ალბათ მე და ჩემს თაობას დღემდე განვლილი პერიოდის მანძილზე ახსოვს. მჩაგვრელი, თავისი ნეო-ლიბერალური, სოციალურ-დარვინისტური, ნეოკონური და მემარჯვენე ფუნდამენტალისტური იდეების ჰიბრიდად, რომ არის წარმოქმნილი, ნამდვილი მონსტრი, დაცარიელებული ჰუმანიზმისა და პასუხისმგებლობის გრძნობისაგან. ასეთ იდეთა ჰიბრიდს კი მე პირადად ზუსტადაც, რომ მიშისტურ იდეოლოგიას დავარქმევდი, იდეოლოგიას, რომელიც დასცინის ადამიანს და მის ბედს, ეს არის იდეოლოგია, რომელსაც ადამინის გონში იმგვარი სითხე შეაქვს რომელიც საბოლოოდ მოშლის ადამიანის გონის განვითარებას, მოშლის და დაალპობს ამ გონს ისე, რომ დეკარტეს მიმზიდველი ლათინური სენტენცია Cogito ergo sum , სამუდამოდ გაქრება სოციუმის კოლექტიური მეხსიერებიდან.
დღეს, პროგრესულად მოაზროვნე პოლიტიკოსებში, აკადემიურ წრეებში, მემარცხენე ინტელექტუალებში, სტუდენტებში, გლეხებსა თუ პროლეტარებს შორის სხვდასხვა ფორმატსა თუ კოტქსტში მიმდინარეობას აქტიური დისკუსია იმაზე თუ როგორ ვებრძოლოთ მიშისტურ იდეოლოგიას და ამ რეჟიმს. პოლიტიკური გზა - ეს არის ის ერთადერთი გზა რაც მიმაჩნია, რომ ყველაზე ეფექტური იქნება ამ რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში, იმგვარი გზა, რომელიც მკვეთრად დაუპირისპირდება მიშისტური იდეოლოგიისათვის დამახასიათებელ ნიშნებს რაც ზედოთ არის მოყვანილი და დაეფუძნება იმ მიზნებს რაც ორიენტირებულია ჭეშმარიტად მემარცხენე იდეებზე, საყოვალთაო ნების იდეას და ხალხის ინტერესის უზენაესობაზე.
ისმის კითხვა ვის და რას ვებრძოლოთ კონკრეტულად?
პირველ რიგში, ღრმად მწამს და პრინციპულად, რომ უნდა ვებრძოლოთ იმ იდეებს, რომელიც გაბატონებულია მმართველ პოლიტიკურ ელიტაში, ეს არის ნეო-ლიბერალური და ნეო-კონური კონცეპტები, რომელიც ამდიდრებს ერთ კლასს, კონკრეტულად კი ბურჟუაზიას და რომელსაც არაფერი აქვს საერთო საყოველთსაო ინტერესებთან და საზოგადოებრივ სიკეთესთან. უნდა ვებრძოლოთ ამ იდეებს ყველაგან სადაც კი ამის საშუალება მოგვეცემა, უნდა მოვახდინოთ ამ იდეათა აბსოლუტური მარგინალიზაცია ჩაგრულ სოციალურ კლასებში, ჩევნ უნდა დავანახოთ მოქალაქეებს მიშისტური ბურჟუაზიის მანკიერი მხარე, მათი როგორც სოციალური ცხოვრების წესი ისე პოლიტიკური აზროვნების მიმართულებანი. ჩვენ უნდა დავგმოთ სოციალური დარვინიზმი, ინდივიდუალიზმი და პოსტ-მოდერნიზმის ის პროდუქტები რაც აძლიერებს ამ რეჟიმს (კონფორმიზი, ოპორტუნიზმი, ელიტიზმი და ასე შემდეგ). იდეებთან ბრძოლა მნიშვნელოვნად შეარყევს რეჟიმის სიძლიერეს, ოღონდაც ამ იდეებთან ბრძოლა იმგავარდ მესმის, რომ ამ იდეების მანკიერება და სიბოროტე დაანახო ჩაგრულ კლასს, უბრალოდ ხალხს.
უნდა ვებრძოლოთ მმართველ პოლიტიკურ ელიტას, როგორც ინდივიდების ასევე ინსტიტუტების დონეზე, დავარქვათ ყველას თავისი სახელი. ამასთანავე უნდა ვებრძოლოდ იმ ოპოზიციას, რომელიც მნიშვნელოვნად აძლიერებს ამ რეჟიმს (მაგალითად ქრისტია-დემოკრატებს), რომელთა ბნელი მესიანისტური, ეთნო-ნაციონალისტური და პოპულისტური იდეები მხოლოდ ამ რეჟიმის გაძლიერებას ემნსახურება და არაფერი აქვს საერთო აუთენტურად ოპოზიციურ აზრთან.
ჩვენ უნდა ვებრძოლოთ ცინიზმს და ირნიული დამოკიდებულებას სოციალური უსამართლობის და ეკონომიკური უთანასწორობის მიმართ. დღევანდელ სოციალურ და პოლიტიკურ სივრცეში სამწუხაროდ ალმაცერად უყურებენ ამგვარ ცნებებს, მაშინ როდესაც ეს საკითხებია ზუსტად მგრძნობიარე დღევანდელ საქართველოში. სოციალური პრობლემების მიმართ ცინიკური დამოკიდებულება, ასევე იმ აზროვნების პროდუქტია რასაც მიშისტური იდეოლოგია ამზადებს.
და ბოლოს, მე მწამს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ელიტისტი ლიბერალი ინტელექტუალების წინააღმდეგ ბრძოლა, რადგანაც ამ რეჟიმს არა მხოლოდ მიშა და მისი გავლენიანი პოლიტიკანები აძლიერებენ, არამედ არანაკლებ აძლიერებენ ზუსტადაც ლიებარალი ინეტელეტუქლები, ადამიანები, რომლებიც თავიანთი პაკაზუხური და პოზიორა ლიბერალური იდეების წინ წამოწევით და კონფორმიზმით ამ რეჟიმის სიდიადეს და სიძლიერეს კვებავენ, ამგვარი არაფრის მომცემი იდეების წინ წამოწევით ჩქმალავენ ისინი იმ სოციალური და ეკონომიკური უთანასწორობის პრობლემებს, რაც საქართველოშია, ისინი არიან ზუსტად ბურჟუაზიის აგენტები და მიშისტური რეჟიმის ერთ-ერთი ძლიერი დასაყრდენი. ისინი აკეთებენ ზუსტად იმას, რომ ხალხს არ აფიქრებინონ. რომ სოციალურ პრობლემებზე ზრუნვა აუცილებელი საჭიროებაა დღევანდელ პირობებში და სტიგმატიზაციას ახდენენ ამგვარი მიდგომების, კარგად ამბობდა ფილოსოფისი მერაბ მამარდაშვილი, რომ იდოელოგიის არსი იმაში კი არ მდგომარეობს თუ რა უნდა იწამო არამედ იმაში თუ რა არ უნდა გაიფიქრო. მაშასადამე, ელიტისტ ლიბერალი ინეტელქტუალების წინააღმდეგ ბრძოლა არსებული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლოს მნშვნელოვან კომპონენტად მიმაჩნია.
Monday, 15 November 2010
Subscribe to:
Posts (Atom)